ფეხბურთი

20:26 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ორიგი "მილანის" ფეხბურთელია

იტალიურმა „მილანმა“ დივოკ ორიგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ლომბარდიელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის ფორვარდი „მილანს“ უფასოდ შეუერთდა, რადგან „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი იყო.

ბელგიელი „ლივერპულის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 176 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია ფრანგულ „ლილსა“ და გერმანულ „ვოლფსბურგში“, ხოლო ბელგიის ნაკრების მაისურით მოედანზე 32-ჯერ გავიდა და 3 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ სამივე გოლი ბელგიის ნაკრებში მან 2014 წელს გაიტანა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში მშრალი სერია აქვს.

0.12663