ფეხბურთი

17:19 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელად "ნაპოლის" თავდამსხმელს განიხილავს

იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, „რეკორდმაისტერში“ 23 წლის ნიგერიელი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად ესახებათ და მზად არიან იტალიელებს 120 მილიონი ევრო შესთავაზონ. საინტერესოა, „ნაპოლის“ პრეზიდენტი ოსიმენის გაყიდვას 110 მილიონ ევროდაც დათანხმდება.

ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ გერმანიაში „ბაიერნის“ ინტერესს ადასტურებენ.

ნიგერიელს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2016-2018 წლებში „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა, თუმცა 16 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. შემდეგ ის ბელგიურ „შარლერუაში“ გადავიდა, საიდანაც ფრანგულ „ლილში“ აღმოჩნდა. ოსიმენი „ნაპოლის“ 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 62 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ვიქტორს ნიგერიის ნაკრებში 22 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი.

0.119646