მსოფლიოს საკალათბურთო სამყარო იმის მოლოდინშია თუ სად გადავა კევინ დურანტი. ამერიკელ კალათბურთელს „ბრუკლინ ნეტსის“ დატოვება სურს და მედიაში არაერთი ვარიანტი განიხილება. თუმცა, ყოველ მათგანს თან დიდი თავსატეხი მოსდევს.
The Athletic-ის ინსაიდერის მარკუს ტომპსონის თქმით, დაიწერა „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ვარიანტიც. ამ კლუბში 33 წლის მცირე ფორვარდმა 3 წელი გაატარა და NBA-ს ჩემპიონი 2-ჯერ: 2017 და 2018 წლებში გახდა. 2019 წელს კი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახლა მისი ძველ გუნდში დაბრუნება ცოტა არ იყოს საჭვოა.
ყველაზე მეტად დურანტის შემთხვევას ის ართულებს, რომ მას „ბრუკლინთან“ კიდევ 4 წელი აკავშირებს და კლუბს არ სურს NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კომპენსაციის გარეშე გაასხვისოს.
არის კიდევ სხვა მიზეზებიც, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:
- დურანტს სურდა რაღაც საკუთარი შეექმნა, კარისა და ვესტბრუკისგან მოშორებით და კლუბი აკმაყოფილებდა მის ყველა მოთხოვნას.
- კევინს ჰქონდა სრული ნდობა “ნეტსის“ მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მან მთელი წელი გამოტოვა.
- 40 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა დეანდრე ჯორდანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო დურანტ-ირვინგის სურვილი.
- გაათავისუფლეს კენი ატკინსონი და მოიყვანეს სტივ ნეში დიურანტის მოთხოვნით.
როგორ გადაუხადა დურანტმა „ბრუკლინ ნეტსს“ მადლობა?
მან ირვინგთან ერთად სულ 44 მატჩი ჩაატარა, სამი წლის განმავლობაში პლეი ოფის ერთი სერია აიღო. მათ ერთად ჩატარებული ყოველი შეხვედრისთვის კი მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს (90 მატჩი, 119,3 მილიონი).
ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც კლუბმა დურანტის შესანარჩუნებლად გააკეთა. თუმცა, როგორც ჩანს მან ეს ყველაფერი არ დააფასა და ახლა გუნდის დატოვება სურს.
„ბრუკლინს“ აქვს შესაძლებლობა, საერთოდ დაასრულოს დურანტის კარიერა, რადგან 33 წლის კალათბურთელთან კიდევ 4 წელი აკავშირებს და თავისუფლად შეუძლიათ ჭკუის სასწავლებლად, ლიგის ერთ-ერთი ლიდერი პენსიაზე ნაადრევადაც კი გაუშვას.
არის სხვა ვარიანტიც. მათ შესაძლოა დათმონ დურანტი, სანაცვლოდ კი All-Star Game-ის დონის რამდენიმე მოთამაშე მიიღონ.
მესამე ვარიანტით, ბოლომდე არ არის ნათელი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დურანტს ვაჭრობაზე. ვარსკვლავებს, რომლებსაც ვაჭრობა სჭირდებათ, როგორც წესი, აქვთ მინიმუმ რაციონალური მოთხოვნები: (მათ არ მოსწონთ სუსტ გუნდში თამაში, მათ სურთ დიდ ბაზარზე წასვლა). დურანტს კი გუნდიდან წასვლა მიზეზების გარეშე უნდა. ყოველგვარი განმარტების გარეშე, ისევე როგორც, წინა შემთხვევებში.
ყველა ეს წინაპირობა უცნაურს ხდის დურანტის გადაწყვეტილებას. ახლა კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო პარტნიორებმა უარი თქვან არა მხოლოდ მომავალზე, არამედ ნაწილობრივ აწმყოზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ კევინი „ნეტსში“ თამაშზე უარს იტყვის, კლუბს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
ყველაფრის ფონზე დურანტის გადაბირებას ორი კლუბი ცდილობს. ყველაზე რეალური ამ მომენტისთვის „ფინიქს სანსი“ და „მაიამი ჰიტია“, თუმცა, რა თქმა უნდა ორივე ვარიანტის შემთხვევაში რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. ამ ორი ვარიანტიდან კი ყველაზე მეტი შანსი მაინც „ფინიქსს აქვს“. მათ დეანდრე აიტონი და მიკალ ბრიჯესის შეთავაზება შეეძლებათ და ბონუსად დრაფტის პიკებსაც დაამატებენ. თავის მხრივ დურანტი კლუბებში ყოველთვის თავის გავლენის დამკვიდრებას ცდილობდა და „სანსი“ კარგი ვარიანტია, რადგან კევინს კარგი ურთიერთობა აქვს მონტი უილიამსთან და ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს.
"მაიამის" შემთხვევაში ყველაფერი უფრო რთულადაა, მაგრამ არა შეუძლებელი. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, ყველა კითხვას პასუხი ახლო მომავალში გაეცემა...