ფეხბურთი

0:34 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმა თუ იქნება, "ბარსელონაში" დარჩება

უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი შესაძლოა ესპანურ გრანდში დარჩეს.

As-ის ინფორმაციით, თუ დემბელე ხელფასის 40%-ით შემცირებას დათანხმდება, კლუბი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. აღსანიშნავია, მას სხვა შეთავაზებები პრაქტიკულად არ აქვს. აქამდე პსჟ ინტერესდებოდა, მაგრამ კილიან მბაპეს დარჩენის შემდეგ დემბელეს პარიზში გადასვლა გამოირიცხა.

გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გატანა 13 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110008