ფეხბურთი

14:22 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიაკოსმა" ხორვატიის ნაკრების მცველი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი შიმე ვრსალკო პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა. ბერძნულმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ვრსალკომ „ოლიმპიაკოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ვრსალკო „ატლეტიკოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 100 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ხორვატ ფეხბურთელს ზაგრების „ლოკომოტივაში“, ზაგრების „დინამოში“, „ჯენოაში“, „სასუოლოსა“ და „ინტერშიც“ უთამაშია, ხოლო ხორვატიის ნაკრებში 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.132173