ვეტერანი ესპანელი მეკარე დიეგო ლოპესი კარიერას „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი მადრიდულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
40 წლის ესპანელი „რაიოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დიეგო ლოპესი 2016 წლიდან „ესპანიოლის“ ღირსებას იცავდა და 213 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე ის „ვილიარეალში“, „სევილიაში“, „მილანსა“ და მადრიდის „რეალში“ ირჯებოდა.