„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და კარიერა სერია A-ს დებიუტანტ „მონცაში“ გააგრძელოს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მუშაობა იჯარით ტრანსფერზე მიმდინარეობს და ხელფასის ნაწილი ფეხბურთელს პსჟ-მ უნდა გადაუხადოს. არგენტინელი ფეხბურთელი ფრანგული კლუბის გეგმებში არ შედის და პარიზიდან მისი წასვლა გადაწყვეტილია.
„მონცას“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი, რომელთაც დიდი გეგმები აქვთ და იკარდის მიმართ ინტერესი რამდენიმე დღის წინ გალიანიმაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ მათ უკვე დაიმატეს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც ალესიო კრანიო, ანდრეა რანოკია და სტეფანო სენსი არიან.
მაურო იკარდი პსჟ-ში 2019 წლიდან თამაშობს და 92 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, კარიერის საუკეთესო პერიოდი 2013-2019 წლებში „ინტერში“ გაატარა, სადაც 219 შეხვედრაში 124 გოლი მიითვალა.