ფეხბურთი

22:21 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ხვიჩას „ნაპოლიში“ არ გადავა

The Athletic-მა გუშინ დაწერა, რომ არ არის გამორიცხული, კრიშტიანუ რონალდუ ინგლისიდან სერია A-ში დაბრუნდეს და კერძოდ, „ნაპოლის“ მაისურა მოირგოსო.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, თუ რომელიმე კლუბმა მანკუნიანელებს ღირსეული წინადადება შესთავაზა, არ დააბრკოლონ და გაუშვან. კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს.

თუმცა, „ნაპოლის“ დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ უარყო ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ რონალდუ ნეაპოლური კლუბის სამომავლო გეგმებში არ მოიაზრება.

თუ კრიშტინუ წავიდა, სავარაუდო კლუბებად „ბაიერნს,“ მადრიდის „რეალს,“ „ჩელსის“ და „პარი სენ-ჟერმენს“ ასახელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120978