სხვა

21:56 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაკობსენმა ტურ დე ფრანსის მეორე ეტაპი მოიგო

ტურ დე ფრანსის მეორე ეტაპი, რომელიც პირველის მსგავსად, დანიის გზებზე ჩატარდა, ჰოლანდიელი ფაბიო იაკობსენის გამარჯვებით დასრულდა. საფინიშო სპრინტში მან უკან მოიტოვა ბელგიელი ვუტ ვან აერტი და დანიელი მადს პედერსენი.

ეს 25 წლის იაკობსენისთვის პირველი დიდი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც 2020 წელს, პოლონეთის ტურის დროს, მაღალ სიჩქარეზე რბოლისას, მძიმე ინციდენტი შეემთხვა და ამის შემდეგ, ორი დღე მართვად კომაში გაატარა. აღსანიშნავია, რომ ტურის პირველი ორივე რბოლა „ქვიკ-სტეპის“ მრბოლებმა მოიგეს. დაკიდევ, ტურზე 2002 წელს დებიუტის შემდეგ, „ქვიკ-სტეპის“ მრბოლებმა 50-ე ეტაპი მოიგეს.

ვან აერტი (ჯუმბო-ვისმა) მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის რბოლის ლიდერი გამხდარიყო. პირველი ეტაპის გამარჯვებული, ბელგიელი ივს ლამპერტი ფინიშთან ახლოს დაეცა, თუმცა რბოლის დასრულება შეძლო და კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

არ გაუმართლა ბოლო ორი ტურის სლოვენიელ ჩემპიონ ტადეი პოგაჩარს, ვისაც ორჯერ საბურავი დაუზიანდა. ამის მიუხედავად, მას დრო არ დაუკარგავს, მაგრამ ფინიშამდე 3 კილომეტრით ადრე ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც დაახლოებით სამი წუთი დაკარგა. კლასიფიკაციაში მას მესამე ადგილი უკავია.

0.113704