ფეხბურთი

14:58 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "სპალეტი კვარაცხელიას მხოლოდ მარცხენა ფლანგზე არ გამოიყენებს"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ის არ გამორიცხავს, რომ „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგის გარდა, სხვა პოზიციაზეც გამოიყენოს.

დელ ჯენიო დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას ე.წ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, ვიქტორ ოსიმენის ზურგსუკან თამაში კარგად შეუძლია.

„თუ კვარაცხელიამ მოახერხა იმ თამაშის ჩვენება, რაც აქამდე კარიერის განმავლობაში აჩვენა, მაშინ გულწრფელად არაფერი გვექნება სანანებელი. დიდი მოლოდინია, ნელ-ნელა მასზე გავიგეთ სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად ის, რომ მისი დამატება „იუვენტუსს“, „მილანს“ და „ტოტენჰემს“ სურდათ. სხვა ყველაფერთან ერთად, ის კარგად თამაშობს, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ.

არ გამოვრიცხავ იმ ჰიპოთეზასაც, რომ სპალეტიმ გარკვეულ მომენტებში მარცხენა ფლანგზე ელიფ ელმასი დააყენოს, ხოლო ქართველი ვიქტორ ოსიმენის უკან ათამაშოს. ჩემი აზრით, მას თავდამსხმელის უკან თამაშიც შეუძლია, რადგან აქვს ამისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები, ის არ ჰგავს ინსინიეს, რომელიც მხოლოდ ფლანგზე უნდა გამოიყენო, რადგან ძალიან მსუბუქი ფეხბურთელია ცენტრალურ ზონაში სათამაშოდ. საქართველოს ნაკრებში მისი რამდენიმე თამაში ვნახე და დაცვითი სამუშაოს ღირსეულად შესრულებასაც ახერხებს“, - თქვა დელ ჯენიომ.

0.104075