ფეხბურთი

14:40 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რიშარლისონი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

ლონდონის „ტოტენჰემმა“ რიშარლისონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ბრაზილიელი თავდამსხმელი ამიერიდან ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ითამაშებს.

ლივერპულის „ევერტონმა“ 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ხოლო მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

რიშარლისონი „ევერტონში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 152 მატჩში 53 გოლი და 14 საგოლე პასი მიითვალა. ბრაზილიის ნაკრებში მის ანგარიშზე 36 თამაში და 14 გოლია. კარიერის განმავლობაში 25 წლის ფორვარდს „ატლეტიკო მინეიროში“, „ფლუმინენსესა“ და „უოტფორდში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130726