ლონდონის „ტოტენჰემმა“ რიშარლისონის ტრანსფერი წარმატებით დახურა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის „დეზების“ რიგებში გადასვლას მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია. ლივერპულის „ევერტონი“ 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგის მიიღებს.
„ტოტენჰემმა“ შეთანხმებას, როგორც ფეხბურთელთან, ისე „ევერტონთან“ უკვე მიაღწია და ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას სამშობლოში გაივლის.
რიშარლისონი „ევერტონში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 152 მატჩში 53 გოლი და 14 საგოლე პასი მიითვალა. ბრაზილიის ნაკრებში მის ანგარიშზე 36 თამაში და 14 გოლია. კარიერის განმავლობაში 25 წლის ფორვარდს „ატლეტიკო მინეიროში“, „ფლუმინენსესა“ და „უოტფორდში“ უთამაშია.