ჩოგბურთი

2:40 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

იგა სვიატეკი და მეგობრები უკრაინისთვის

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, სხვა ჩოგბურთელებთან ერთად, დაგეგმა ერთდღიანი საქველმოქმედო საჩვენებელი ტურნირი, რომლის მიზანიც, უკრაინში რუსეთის შეჭრით დაზარალებული ადამიანების დახმარებაა.

ტურნირი ივლისში, კრაკოვში ჩატარდება და მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს პოლონელებმა, აგნიეშკა რადვანსკამ და მარტინ პაველსკიმ, ასევე უკრაინელებმა, ელინა სვიტოლინამ და სერგიი სტახოვსკიმ.

„იგა სვიატეკი და მეგობრები უკრაინისთვის“ - ასე მოინათლა ტურნირი, რომელიც 23 ივლისს დაიგეგმა. მის ფარგლებში გაიმართება შერეული წყვილების შეხვედრა და სვიატეკის და რადვანსკას ერთსეტიანი შეხვედრა. ორივე შეხვედრის მსაჯი სვიტოლინა იქნება.

უკვე თვეებია, ჩემ გუნდთან და ინიციატივა უკრაინისთვის, ამ ტურნირის გამართვას განვიხილავთ. მიზანი ომით დაზარალებული უკრაინელების დახმარებაა“, - სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი. მისივე თქმით, სპეციალური სტუმრის სტატუსით, ტურნირს უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი, ანდრიი შევჩენკო დაესწრება.

სვიატეკი, ვისაც უკვე ზედიზედ 36 შეხვედრა აქვს მოგებული, უკრაინის თავგამოდებული მხარდამჭერია. ომის დაწყების მომენტიდან, მას კეპზე უკრაინს დროშის ფერების ლენტი აქვს დამაგრებული. 36-ე გამარჯვება მან უიმბლდონზე მოიპოვა, სადაც პირველ წრეში, ხორვატი იანა ფეტი 6-0, 6-3 დაამარცხა.

0.119471