ფეხბურთი

0:22 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ნიდერლანდელი მცველი დაიმატა

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ფრანგული „ლილიდან“ ნიჭიერი ნიდერლანდელი მცველი სვენ ბოტმანი დაიმატა. ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ბოტმანმა „კაჭკაჭებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლილმა“ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ სვენი ძალიან ახლოს იყო „მილანში“ ტრანსფერთან, მაგრამ „ნიუკასლმა“ მას და ფრანგულ კლუბსაც უკეთესი პირობები შესთავაზა.

სვენ ბოტმანი „ლილში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 79 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ჰერენვეენის“ ღირსებას იცავდა.

0.113039