ფეხბურთი

12:53 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ მარკო ასენსიოსთვის ბრძოლაში ჩაერთო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, მარკო ასენსიო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, სავარაუდოდ კლუბს გამოიცვლის. ადრე მისით „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ლივერპული“ და „მილანი“ დაინტერესდნენ, ახლა კი მათ რიცხვს „ჩელსიც“ დაემატა - გვამცნობს Sport.es.

წყაროს ინფორმაციით, „რეალმა“ ასენსიო ტრანსფერზე დააყენა და მასში 40 მილიონ ევროს ითხოვს. თავად მარკოც თანახმაა გადავიდეს ისეთ კლუბში, რომელიც მას მოთხოვნილ ხელფასს გადაუხდის და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაუჯავშნის.

ასენსიო „რეალში“ 2015 წელს გადავიდა „მალიორკიდან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106995