„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუსი, ლონდონში ჩავიდა და დღეს, 28 ივნისს, „არსენალთან“ ტრანსფერის გაფორმებამდე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წინა დღეებში ბრიტანულმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ „მეთოფეები“ 25 წლის ბრაზილიელში 52 მილიონ ევროს გადაიხდიან და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.
ჟეზუსმა „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში 236 მატჩი ჩაატარა, 95 ბურთი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.