ფეხბურთი

11:24 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ბილინგემით დაინტერესდა

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბილინგემი, მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა - გვამცნობს Cadena Ser.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 36 წლის ლუკა მოდრიჩის შემცვლელს ეძებს და მის მაგიერ გუნდში სწორედ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს ხედავს.

„რეალი“ „ბორუსიას“ ბილინგემში 90 მილიონ ევროს შესთავაზებს. თუმცა, ინგლისში არიან კლუბები, რომლებიც ჭაბუკ შუახაზელში 100 მილიონს იხდიან. სწორედ ამდენად აფასებენ გერმანელები ბილინგემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130465