„კარდიფ სიტის“ მფლობელი, ვინსენტ ტანი, ჟურნალისტებს გარეთ ბეილის მის კლუბში არშემდგარი ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.
„გარეთი ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. ვფიქობ, „ლოს ანჯელესის“ შეთავაზება ძალიან მაცდური აღმოჩნდა და უარი ვეღარ უთხრა, თორემ თითქმის შეთანხმებულები ვიყავით. აქ ფულში არ იყო საქმე.
მგონია, რომ კარგი წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ ამერიკასთან კონკურენცია ძნელია, რადგან იქ ბევრი რეკლამისმომცემია, უამრავი კომერციული გარიგებები ხდება, რომლებითაც ბეილი დააინტერესეს.
მას მართლაც უნდოდა „კარდიფის“ და უელსის დახმარება. კიდევ ვიმეორებ, ფულზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.“ - ციტირებს ტანის სიტყვებს Mirror.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ბეილმა ამერიკულ „ლოს ანჯელესთან“ („ლოს ანჯელეს გალაქსიში“ არ აგერიოთ) ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.