ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობს. ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი „ჯალოროსისთან“ კონტრაქტს არ ანახლებს, რაც მისი წასვლის შანსს ზრდის.
„რომა“ ძანიოლოს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ტურინელებმა რომაელებს ტრანსფერში ბრაზილიელი ნახევარმცველის, არტურის ჩართვა შესთავაზეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ძანიოლოს ტრანსფერი არ განიხილება, როგორც ანხელ დი მარიას ალტერნატივა. ამდენად, ერთის ტრანსფერი მეორეს არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „ინტერის“ აკადემიაში თამაშობდა, ხოლო 2019 წელს „რომაში“ გადავიდა და იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. 22 წლის ფეხბურთელს "რომას" რიგებში ჩატარებულ 111 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.