ჩოგბურთი

3:39 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰურკაჩი უიმბლდონზე თავის ყოველ ეისზე უკრაინის დახმარებისთვის 100 ევროს გაიღებს

პოლონლი ჩოგბურთელი ჰუბერტ ჰურკაჩი ამბობს, რომ აუიმბლდონზე თამაშისას მოწოდებულ ყოველ ეისზე, უკრაინის დახმარების ფონდს 100 ევროს ჩაურიცხავს. ჰურკაჩი, ვინც ბალახის დიდი სლემის ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი, ძლიერი მოწოდბით გამოირჩევა და ეისებით ქულებს ხშირად აგროვებს.

მიმდინარე სეზონში, ATP-ს ტურზე მოწოდებული ეისების რიცხვით, პოლონელს მესამე ადგილი უკავია. მის ანგარიშზე 452 ეისია. ამ მაჩვენებლით, ჰურკაჩზე წინ არიან ამერიკელები, ჯონ ისნერი და რილი ოპელკა. ამასთან, 25 წლის პოლონელს, ბალახის კორტებზე ჩატარებულ ექვს შეხვედრაში, 70 აქვს მოწოდებული. ახლახანს მან ჰალეს ტურნირი მოიგო, რომლის ფინალშიც, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა.

„მინდა გამოვაცხადო, რომ ხვალიდან ჩემ მიერ მოწოდებულ ყოველ ეისზე, 100 ევროს უკრაინის ხალხის მხარდაჭერის ფონდს ჩავურიცხავ. იმედი მაქვს, ჩემი მოწოდება არ მიღალატებს“, - ტვიტერზე დაწერა ჰურკაჩმა, ვინც პირველ შეხვედრას ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან გამრთავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114918