ფეხბურთი

19:29 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უგო ვიანა: "რონალდუს "სპორტინგში" დაბრუნება? არავინ იცის რა მოხდება"

ლისაბონის „სპორტინგის“ სპორტულმა დირექტორმა უგო ვიანამ „მანჩესტერ იუნატედისა“ და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რონალდუს ლისაბონურ გუნდში ახლა დაბრუნება ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

„დროა მანჩესტერ იუნაიტედი დასტაბილურდეს და გუნდში კარგი სულისკვეთება შეიქმნას. ეს არის ის, რაც გარედან ჩანს და მგონია, რომ მათ სჭირდებათ. ყოველთვის შეიძლება ფეხზე წამოდგომა, მითუმეტეს, როცა გუნდში გყავს მოთამაშეები, რომელთაც სეზონში მინიმუმ 20-25 გოლი გააქვთ, მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ. ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში ასეთი ელემენტების არსებობს.

რონალდუს „სპორტინგში“ დაბრუნება? ახლა არა მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყოს, მაგრამ არასოდეს იცი რა მოხდება. ვფიქრობ, ის თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მისი მომავალი ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება. „მანჩესტერთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აქვს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს“, - თქვა ვიანამ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო, სადაც 2002-2003 წლების სეზონში 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111644