უეფას პრეზიდენტი, ალეკსანდერ ჩეფერინი, ჟურნალისტებს „პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელ ნასერ ალ-ხელაიფისთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. შეგახსეწნებთ, რომ ხელაიფი პარალელურად ევროპის კლუბთა ასოციაციის თავკაციცაა.
„ალ-ხელაიფისთან მეგობრობა? მე კარგი ურთიერთობა მაქვს კლუბების ასოცოიაციის პრეზიდენტთან და არა პსჟ-ის მფლობელთან. ალ-ხელაიფის კარგად ესმის და იცავს ევროპულ საფეხბურთო მოდელს, სხვა კლუბებისგან განსხვავებით.“ - ციტირებს სლოვენიელი ჩინოვნიკის სიტყვებს Football Italia.