უიმბლდონის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ტურნირის პირველ კვირა დღეს, რომელიც ადრე უქმე დღე იყო ხოლმე, ცენტრალურ კორტზე უფასო ბილეთები დაურიგდებათ უკრაინიდან ლტოლვილებს, რომლებიც ტურნირზე დასწრებას ისურვებენ. გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაზარალებულთა ფონდში, 250 ათასი სტერლინგი ჩაირიცხება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მისთვის ბელარუსის მიერ დახმარების გაწევის გამო, უიმბლდონზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს თამაში აეკრძალათ. ამის გამო, ATP-ის და WTA-ის ტურებმა, ბალახის დიდი სლემის ტურნირს სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს.
უკრაინლი ლტოლვილები ლონდონის ორ რაიონში, მარტონსა და უონდსვორტში არიან განთავსებულნი. მათთან ერთად, ბილეთებს ასევე მიიღებენ საქველმოქმედო დახმარების მიმწოდებლები და სპონსორები. ფულადი დახმარებაც დახმარებაც ლონდონში მცხოვრებ ლტოლვილებს მოხმარდება.
შუა კვირადღის წესი უიმბლდონზე ყოველთვის უქმე იყო. ა დღეს, ორგანზატორებს ბალახის კორტები წესრიგში მოჰყავდათ და თამაშები არ ტარდებოდა. მაგრამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, მათ იმის საშუალება მისცა, რომ კორტების გაზონების მომსახურება, სათამაშო დღეების განმავლობაშიც ჩაატარონ. ამგვარად, უიმბლდონიც 14-დღიანი ტურნირი გახდება.