საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში მეორე შეხვედრაც მოიგო. ამჯერად ქართველმა ჩოგბურთელებმა ლიხტენშტეინი 3:0 დაამარცხეს.
ალექსანდრე ბაკშიმ ერიკ პეპარდს აჯობა (6:0, 6:2), საბა ფურცელაძემ ანდრეი სპასოევიჩს სძლია (6:2, 6:1), ხოლო წყვილებში ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა ჯანკარლო ბეზიმო და სპასოევიჩი 6:1, 6:2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მანამდე სომხეთსაც 3:0 მოუგო და ორივე შეხვედრაში გამარჯვება ისე მოიპოვა, რომ ერთი სეტიც არ დაუთმია.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველო კვიპროსის ნაკრებს შეხვდება და პირველადგილოსანიც ამ მატჩში გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე თამაშობს.