ფეხბურთი

17:14 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრატისლავის "სლოვანმა" იურაი კუცკა დაიმატა

ბრატისლავის „სლოვანი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქეა, გაძლიერდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სლოვაკეთის ნაკრების გამოცდილი ნახევარმცველი იურაი კუცკა დაიმატა.

35 წლის ფეხბურთელმა სლოვაკურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში უკვე ჩაირიცხა.

კუცკა ბოლოს ინგლისურ „უოტფორდში“ თამაშობდა და გასულ სეზონში პრემიერლიგის 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას სხვადასხვა დროს, „რუჟემბეროკის“, პრაღის „სპარტას“, „ჯენოას“, „მილანის“, „ტრაბზონსპორისა“ და „პარმას“ რიგებში აქვს ნათამაშები, ხოლო სლოვაკეთის ნაკრებში 92 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით წარმატებული კუცკა „პარმაში“ იყო, რომლის რიგებში 2019-2021 წლებში, ორსეზონ ნახევარში სერია A-ში 72 მატჩში 17 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

მოგეხსენებათ, „სლოვანში“ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ. „სლოვანისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩები 6 ივლისსა და 13 ივლისს გაიმართება.

0.116563