სხვა

3:50 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი ტურ დე ფრანსზე იასპარეზებს

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი, ფრანგულ ველომარათონში მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება ტურზე მისი მე-10 გამოსვლა. უფრო მეტიც, მისმა გუნდმა „ისრაელ პრემიერ ტექმა“ ის სხვა ვეტერანებთან ერთად, ლიდერად განამწესა.

37 წლის ფრუმმა ახლახანს ეჭვი გამოთქვა, რომ ტურზე გამოსვლის საშუალება არ მიეცემოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება, რის გარეშეც, საფრანგეთში გამარჯვებაზე ფიქრიც ზედმეტია.

„წელს მე განსაკუთრებულად მონდომებით ვემზადებოდი. რბოლაში ყველაფერს გავიღებ, რაც შემიძლია. ჩვენ შესანიშნავი მრბოლების ჯგუფი გვყავს და მოუთმენლად ველით, როდის დაიწყება ბრძოლა კოპენჰაგენში“, - ამბობს ფრუმი, ვისი კარიერაც სამი წლის წინათ, მძიმე ავარიის შემდეგ აირია.

ბრიტანლს ტურ დე ფრანსი სულ ოთხჯერ აქვს მოგებული. ბოლო გამარჯვება მან 2017 წელს მოიპოვა. საბედისწერო ავარია მას კრიტერიუმ დოფინზე შეემთხვა, რომელშიც მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. შარშანდლ ტურზე მან 133-ე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულ სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს ოტხ საათზე მეტით ჩამორჩა.

ფრუმმა ახლახანს კრიტერიუმ დოფინზე იასპარეზა, მაგრამ კვირიან რბოლას ფინიშამდე გამოეთიშა, რისი მიზეზიც გაციება გახდა.

ტურ დე ფრანსის ველომარათონი სტარტს 1 ივლისს აიღებს და 24 ივლისს დასრულდება.

0.11559