ფიფამ ივნისის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები 3 საფეხურით დაწინაურდა და 85-ე ადგილიდან 82-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
გიბრალტართან (4:0), ბულგარეთთან (5:2), ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0) მოგებებმა და ბულგარეთთან (0:0) ფრემ საქართველოს ნაკრებს 20.15 სარეიტინგო ქულა მოუტანა, რის შედეგადაც მთლიანობაში 1296.46 ქულა გაუხდა და ეს მხოლოდ მცირე წინსვლისთვის გამოდგა საკმარისი.
...80. ჰონდურასი - 1299 ქულა
81. ბოლივია - 1298
82. საქართველო - 1296
83. გვინეა - 1294
84. კურასაო - 1293
უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის ნაკრების რეიტინგში 74-ე, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 64-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ფიფა მორიგ რეიტინგს 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს, მაგრამ ცვლილებები მოსალოდნელი არაა, რადგან მანამდე სანაკრებო მატჩები კალენდარში გაწერილი არ გახლავთ.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ლიდერი არ შეცვლილა. ბრაზილია პირველობას ინარჩუნებს და ბელგიას ისევ უსწრებს. სამაგიეროდ, სამეულში შევიდა არგენტინა, რომელმაც ადგილი საფრანგეთის ნაკრებს გაუცვალა. მე-10 პოზიციიდან მერვემდე აღზევდა ნიდერლანდები, ხოლო ესპანეთმა იტალიას გადაასწრო და ადგილი გაუცვალა. ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:
1. ბრაზილია - 1837 ქულა
2. ბელგია - 1821
3. არგენტინა - 1770
4. საფრანგეთი - 1764
5. ინგლისი - 1737
6. ესპანეთი - 1716
7. იტალია - 1713
8. ნიდერლანდები - 1679
9. პორტუგალია - 1678
10. დანია - 1665