მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის და კვალიფიკაციის პირველი წრე წარმატებით გადალახა.
ბოლქვაძე, რომელიც რეიტინგში 189-ე ადგილზეა და 135-ე ნომერ ალისია პარკსს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 6:1, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა და მარიამის უპირატესობა ორივე სეტში საგრძნობი იყო. მან ამერიკელ მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო და დამსახურებულად იმარჯვა.
მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის კვალიფიკაციის მეორე წრეში 22 ივნისს, ნიდერლანდელ იანა ფეტს დაუპირისპირდება.