ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერ ფეხბურთელებსა და მომუშავე უცხოელ მწვრთნელებს უფლება მისცა თავიანთი კონტრაქტები 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ.
ამრიგად, ქართველი ფეხბურთელები, რომელთაც რუსულ კლუბებთან კონტრაქტები ჯერ კიდევ აკავშირებთ, შეუძლიათ ფიფას წესით ისარგებლონ და ერთი წლით რუსეთი დატოვონ.
მოგეხსენებათ, ფიფამ ეს წესი ომის დაწყების შემდეგ შემოიღო, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე. ამის გამო მოსკოვის „დინამოში“ ლუკა გაგნიძეს, ხოლო „ურალში“ ლუკა წულუკიძეს მოუწია დაბრუნება. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ფიფამ კონტრაქტების შეჩერების ვადა ერთი წლით განაახლა, მათ რუსეთიდან წასვლა შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულს რუსული კლუბები რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის, წულუკიძე და გაგნიძეც იყვნენ. ასევე რუსეთიდან წავიდნენ ჯიმი ტაბიძე, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი.