ფეხბურთი

14:18 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონი - მატჩები დასავლეთ უკრაინასა და კიევში

დამტკიცდა უკრაინის პრემიერლიგის ახალი, 2022/23 წლების სეზონის ფორმატი - გვამცნობს პორტალი «Динамо Киев от Шурика».

ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება. შეიქმნება ორი რვა-რვა გუნდიანი ჯგუფი. პორველში ითამაშებენ : „შახტარი, „დინამო,“ „დნიპრო 1,“ „ზორია,“ „ვორსკლა,“ „რუხი,“ „მინაი,“ და „ლვივი.“ მატჩები დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში და ზაკარპატიის ოლქში ჩატარდება.

მეორეში: „ინგულეცი,“ „ჩორნომორეცი,“ „მეტალისტი,“ „კრივბასი,“ „ოლეკსანდრია,“ „ვერესი,“ „კოლოსი“ და „მეტალისტ 1925.“ ამ ჯგუფის შეხვედრები კიევსა და კიევის ოლქში გამართება.

ესენი ორ-ორ წრედ ითამაშებენ.

ორივე ჯგუფიდან საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი, მეორე ეტაპზე გაზაფხულიდან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ქვედა ოთხ-ოთხი კი ელიტაში დასარჩენად (ასევე ორ-ორ წრედ).

0.122707