„პარი სენ ჟერმენი“ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
RMC Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს კიდეც და პარიზელებმა პრეზენტაცია მოამზადეს, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ზიდანმა გადაიფიქრა და პსჟ-ში მუშაობაზე უარი თქვა.
როგორც ცნობილია, „ზიზუს“ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა სურს და დიდიე დეშამის ნაკრებიდან წასვლას ელოდება.
ამავდროულად, ფრანგული მედია წერს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს, რომელსაც კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.