ლისაბონის „ბენფიკამ“ დავიდ ნერეშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ გუნდს დონეცკის „შახტარიდან“ შეუერთდა.
ნერეში უკრაინულ გუნდში ზამთარში გადავიდა, მაგრამ ომის გამო მის რიგებში ერთხელაც არ უთამაშია. „ბენფიკასთან“ მან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ნერეშმა სახელი „აიაქსში“ გაითქვა, რომლის რიგებში 2016-2022 წლებში 180 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა.