ფეხბურთი

20:58 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელ ფეხბურთელს "სპარტაკში" თამაშის გამო ნაკრებში აღარ გამოიძახებენ

პოლონეთის ნაკრებში მაჩეი რიბუსი ვეღარ ითამაშებს. საქმე ისაა, რომ 32 წლის პოლონელი მცველი ცოტა ხნის წინ მოსკოვის „სპარტაკში“ გადავიდა, რის შედეგადაც ნაკრებიდან მოკვეთეს.

როგორც პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, რიბუსს მთავარი მწვრთნელი ჩესლავ მიხნიევიჩი ესაუბრა და აცნობა, რომ მას არც სექტემბერში დაგეგმილ შეკრებაზე გამოიძახებს და არც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობაში მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ რიბუსი „სპარტაკამდეც“ რუსეთში თამაშობდა და 2017 წლიდან მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრი იყო. მას რუსეთი ომის დაწყების შემდეგაც არ დაუტოვებია.

მაჩეი რიბუსს პოლონეთის ნაკრებში 2009-2021 წლებში 66 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ვარშავის „ლეგიაში“, გროზნოს „ტერეკსა“ და „ლიონში“ უთამაშია.

0.118106