მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონია. ლიგა ენდესას ფინალური სერია „სამეფო კლუბმა“ „ბარსელონას“ დამაჯერებლად 3:1 მოუგო.
სერიის მეოთხე თამაშში „რეალმა“ მეტოქეს 81:74 აჯობა. შედეგად, მადრიდული გრანდი ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 29-ედ გახდა.
საუკეთესო ვალტერ ტავარეში იყო, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო „ბარსელონას“ ნიკოლა მიროტიჩმა 14 ქულით და 3 მოხსნით ულიდერა.