ესპანური „ვალიადოლიდი“ მარსელოსა და დანი ალვეშის ტრანსფერებით დაინტერესებულია. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ორივე ბრაზილიელი მცველი ამჟამად თავისუფალი აგენტია, რადგან „რეალი“ და „ბარსელონა“ დატოვეს. თუმცა, ევროპაში დარჩენა სურთ. აღსანიშნავია, რომ „ვალიადოლიდის“ მფლობელი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდოა, რომელსაც თანამემამულეების გადაბირების იდეა გაუჩნდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარსელოს ბოლო პერიოდში „მილანს“ აქტიურად უკავშირებენ.
აქვე გეტყვით, რომ „ვალიადოლიდმა“ ლა ლიგის საგზური მოიპოვა და მომდევნო სეზონში ესპანურ საფეხბურთო ელიტაში ითამაშებს.