ფეხბურთი

17:23 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რენატო სანჩესი სავარაუდოდ პსჟ-ში გადავა

პორტუგალიის ნაკრებისა და „ლილის“ ნახევარმცველი რენატო სანჩესი დიდი ალბათობით, კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელთან აქამდე შეთანხმება „მილანს“ ჰქონდა მიღწეული, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში პსჟ ჩაერთო, რომელიც „ლილსა“ და ფეხბურთელს ორჯერ უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე იტალიური კლუბი.

ამიტომაც, იტალიური მედია წერს, რომ სანჩესი პსჟ-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე „მილანთან“. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერში პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსია ჩართული, რომელიც სანჩესს „ლილიდან“ კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, რომ რენატო სანჩესი მანამდე ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა. ის ევრო 2016-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს, როდესაც მხოლოდ 18 წლის იყო, მაგრამ მას მერე რენატომ პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

0.142643