გელა აფრასიძის „მონპელიე“ ტოპ 14-ის ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი მორაგბე ნახევარფინალური მატჩის გმირი გახდა.
„მონპელიემ“ „ბორდო“ დაძაბულ ბრძოლაში 19:10 დაამარცხა, აფრასიძემ კი ორი ჯარიმა გაიტანა, თანაც გარდამტეხ მომენტში და ურთულესი პოზიციებიდან.
გელამ ჯერ 70-ე წუთზე დაახლოებით 55 მეტრიდან დაარტყა ზუსტად და იმ დროისთვის ანგარიში 16:10 გახადა, ხოლო 79-ე წუთზე 50 მეტრიდან გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აფრასიძე ამ შეხვედრაში შეცვლაზე ჩაერთო, ხოლო მიხეილ ნარიაშვილს არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ „მონპელიე“ ტოპ 14-ის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა, თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონი არასდროს გამხდარა. ამჯერად, ფინალში მისი მეტოქე „კასტრი“ იქნება.