„პარი სენ-ჟერმენი“ „სასუოლოს“ შემტევით, ჯანლუკა სკამაკათი დაინტერესდა და მასში 30 მილიონ ევროს (პლუს ბონუსები) იხდის - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, იტალიური კლუბი 23 წლის ფორვარდში 45 მილიონ ევროს ითხოვს. პსჟ კი თავად სკამაკას ხუთწლიან კონტრქტს სთავაზობს, წელიწადში 3,5 მილიონევროიანი ჯამაგირით.
გასულ სეზონში სკამაკამ „სასუოლოს“ მაისურით ყველა ტურნირში 38 მატჩში ითამაშა, 16 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.