ფეხბურთი

20:49 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერს“ და „ტოტენჰემს“ ერიკსენის გადაბირება სურთ

„ბრენტფორდის“ დანიელ ნახევარმცევლს, კრისტიან ერიკსენს 30 ივნისს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ერიკსენი ახლანდელ კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. შემდეგ კი გაირკვა, რომ მის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ იჩენენ, რომელშიც ერიკსენი 2013-20 წლებში თამაშობდა.

ერიკსენი გულზე გადატანილი ოპერაციის შემდგეგ, „ბრენტფორდის“ ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გახდა.

0.11389