მორიგი ისტორია დაიწერა. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია. სანდრომ ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ შეძლო. სანდრომ ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა. ბაზაძე 5:9-ს აგებდა და ზედიზედ 7 ქულა მოიპოვა.
ფინალამდე სანდრომ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილაგი 15:7 დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში მსაჯების გაუგებარი გადაწყვეტილებებით მარცხის გამო რევანში აიღო. დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა გერმანელი მატიას საბო. 15:8 აჯობა რუმინელ რაზვან ურსიჩს და ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი ელიოტ ბიბი 15:4 დაამარცხა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ იანვარში თბილისში ჩატარებულ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.