კალათბურთი

12:47 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოლდენ სტეიტის მეშვიდე ჩემპიონობა და კარის პირველი MVP
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი კლუბის ორგანიზაციის წევრის რანგშიც გახდა

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" NBA-ს ჩემპიონია. "გოლდენმა" ფინალურ სერიაში "ბოსტონ სელტიკსი" 4:2 დაამარცხა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ისტორიაში მეშვიდედ გახდა.

ფინალურის სერიის მეექვსე შეხვედრა, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა, ლეგენდარულ TD Garden-ში გაიმართა და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" გამარჯვებით 103:90 დასრულდა. საუცხოო მატჩი ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც 34 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქარისთვის ეს მეოთხე ჩემპიონობა იყო, მაგრამ ფინალის MVP პირველად გახდა. წინა სამ შემთხვევაში ფინალების საუკეთესო იგუადოლა (ერთხელ) და დურანტი (ორჯერ) გახდა. სტეფმა ფინალურ სერიაში მატჩში საშუალოდ 31.2 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტეფ ქარის პლეი-ოფების მატჩში 602 ქულა დააგროვა.

ორმაგი დუბლი ჰქონდა დრეიმონდ გრინს 12 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი. "ბოსტონის" მხრიდან საუკეთესო ჯეილეინ ბრაუნი იყო, რომელმაც 34 ქულა , 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" წარმატება ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ამ კლუბის ორგანიზაციის წევრი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გახლავთ. მან NBA-ს ჩემპიონობა "გოლდენ სტეიტის" რიგებში ორჯერ მოთამაშის რანგში მოიპოვა, ახლა კი ორგანიზაციის წევრის სტატუსით.

0.113626