ფეხბურთი

22:00 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დარვინ ნუნიესი "ლივერპულის" ფეხბურთელია

ინგლისურმა „ლივერპულმა“ დარვინ ნუნიესი გაიფორმა. ტრანსფერი „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 27-ნომრიანი მაისური მოირგო. „ლივერპულმა“ ნუნიესის სანაცვლოდ „ბენფიკას“ 100 მილიონი ევრო გადაუხადა და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

„ჩემთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი კლუბის ნაწილი გავხდი. მითამაშია „ლივერპულის“ წინააღმდეგ, მინახავს ჩემპიონთა ლიგის ბევრი მატჩი მისი მონაწილეობით. ამ კლუბს ჩემი სტილი აქვს და იმედი მაქვს, რომ გუნდის დასახმარებლად ყველაფრის გაკეთებას შევძლებ“, - თქვა ნუნიესმა.

22 წლის დარვინ ნუნიესმა კარიერა „პენიაროლში“ დაიწყო და 2019 წელს „ალმერიაში“ გადავიდა. 2020 წლიდან ის „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა და 85 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა, ხოლო ურუგვაის ნაკრებში 11 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118073