შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, "დინამო თბილისის", გორის "დილასა" და თბილისის "საბურთალოს" მეტოქეები გაირკვა.
„დინამო თბილისის“ მეტოქე - „პაიდე“ (ესტონეთი).
„დილას“ მეტოქე: - „კუპსი“ (ფინეთი)
„საბურთალოს“ მეტოქე - „პარტიზანი“ (ალბანეთი)
აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი“ განთესილი იყო, ხოლო „დილა“ და „საბურთალო“ განუთესავები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 15 ივნისს უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება.
აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7 და 14 ივლისს გაიმართება.