ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ისტორიაში სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი მოთამაშეები პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრუიფი არიან.
ვან ბასტენის აზრით, ლიონელ მესის მტკიცე ხასიათი და ლიდერის თვისებები არ აქვს, რის გამოც საუკეთესო სამეულში არ შეიყვანა.
„პელე, მარადონა და კრუიფი ჩემთვის ისტორიაში სამი საუკეთესო ფეხბურთელია. ბავშვობაში მინდოდა კრუიფის მსგავსი ვყოფილიყავი. ის ჩემი მეგობარი იყო და მენატრება. პელეც და დიეგოც წარმოუდგენლები იყვნენ. მესიც ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მარადონა გუნდში ლიდერის თვისებებით უფრო გამოირჩეოდა. მესი არ არის ის, ვინც ომში საკუთარ თავს პირველი დააყენებს და სხვებს წინ წარუძღვება. როცა საუკეთესოებზე ვსაუბრობ, არ მავიწყდება კრიშტიანუ რონალდუ, პლატინი და ზიდანი“, - თქვა ვან ბასტენმა.