მიუნხენის „ბაიერნმა“ ნიდერლანდების ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი დაიმატა. ინფორმაცია გერმანელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„როდესაც „ბაიერნიდან“ დამირეკეს, ორჯერ არ დავფიქრებულვარ. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ თამაში ყველას სურს. მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო, რადგან „ბაიერნის“ მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის“, - თქვა გრავენბერხმა.
შეგახსენებთ, რომ რაიან გრავენბერხმა „აიაქსის“ მაისურით 2018 წლიდან 103 თამაშში 12 გოლი გაიტანა, ნიდერლანდების ნაკრებში კი 10-ჯერ უთამაშია და თავი ერთხელ გამოიჩინა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ერთი წლის წინ.