ფეხბურთი

13:06 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

6 თვე და ზედიზედ 22 მატჩი უგოლოდ: გრიზმანის კარიერის მძიმე პერიოდი

ანტუან გრიზმანის კარიერაში რთული პერიოდი დგას. ფრანგ ფეხბურთელს 22 მატჩია გოლი არ გაუტანია. უგოლო სერიაში შედის, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შეხვედრები.

გრიზმანმა ბოლო გოლი 6 იანვარს, ესპანეთის თასზე „რაიო მაჰადაონდას“ წინააღმდეგ გაიტანა. მას შემდეგ ის მოედანზე 22-ჯერ გავიდა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.

ზოგადად, ანტუანისთვის 2021-2022 წლების სეზონი წარუმატებელი იყო. ლა ლიგაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანად სეზონში - 8.

„ატლეტიკოში“ ბოლო გოლი როგორც ვთქვით, 6 იანვარს შეაგდო, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში მეტოქის კარი ბოლოს გასული წლის ნოემბერში დალაშქრა.

0.129001