ფეხბურთი

12:00 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი: "როცა გუნდში ანჩელოტი იყო, "ბაიერნიდან" წასვლაზე ვფიქრობდი"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა აღიარა, რომ კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა. ეს იმ პერიოდში, როცა „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო.

„ანჩელოტის პერიოდში ბევრს არ ვთამაშობდი, რამდენიც მინდოდა და რამდენსაც ვისურვებდი. ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლუბის დატოვებაზე ვფიქრობდი. როდესაც კარლო წავიდა, დავბრუნდი ძირითად შემადგენლობაში და ყველაფერი მოვიგეთ. ამიტომაც, „ბაიერნში“ ჩემი დარჩენის საკითხი არასდროს დამდგარა.

გერმანიიდან წასვლა? საინტერესო გამოწვევა იქნება. არ ვიცი, რა მოხდება რამდენიმე წელიწადში, ვნახოთ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ ახალ პროფესიულ და პირად გამოწვევებზე“, - თქვა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 298 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი.

0.122014