ფეხბურთი

20:53 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ „ბენფიკას“ შეუთანხმდა - 80 მილიონი (პლუს 20 მილიონი ბონუსი) ნუნიესში

„ბენფიკას“ თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი, „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე უკვე შეთანხმდნენ. მერსისაიდელები ლისაბონელებს 80 მილიონ ევროს გადაუხდიან, პლუს 20 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ახლა მხოლოდ ხელმოწერაღაა დარჩენილი. კონტრაქტი ხუთწლიანია.

ნუნიესის ხელფასი ინგლისურ კლუბში წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, ნუნიესის გადაბირება მადრიდის „რეალს“ და „ტოტენჰემსაც“ სურდათ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარიანტზე კი ფეხბურთელმა თავად თქვა უარი, რადგან ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128127