ჩოგბურთი

1:44 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი ბერლინის ტურნირს გამოტოვებს

პარიზში ტრიუმფის შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა სვიატეკმა გადაწყვიტა, რომ ცოტა დაისვენოს , ძალების აღდგენის შემდეგ კი უიმბლდონისთვის მზადებას დაიწყებს. ამის გამო, ის WTA 500-ის სერიის ბერლინის ღია პირველობას გამოტოვებს.

პოლონელ ჩოგბურთელს მხრის პრობლემა აქვს და უიმბლდონამდე, რომელიც თვის ბოლოს იწყება, მის მოშუშებას აპირებს. ამის გამო, დდ სლემის ბალახის ტურნრამზე, ამ საფარზე მომზადბას პრაქტიკულად ვერ ასწრებს.

სვიატეკმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში, ამერიკელ კორი გოფს 6-1, 6-3 მოუგო და მეორედ დაეუფლა როლან გაროსის თასს, რომელიც პირველად 2020 წელს აქვს მოპოვებული.

„მხარში ისევ დისკომფორტს ვგრძნობ. სამწუხაროდ, ამის გამო, ბერლინში თამაშს ვერ შევძლებ. ახლა გამოჯანმრთელებას და დასვენებას ვეცდები, რათა უიმბლდონისთვის მზად ვიყო“, - ამბობს სვიატეკი.

პოლონელი ჩოგბურთელი რეიტინგს სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც მარტში სპორტული კარიერა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ დაასრულა. სვიატეკს ზედიზედ 35 თამაში აქვს მოგებული, რაც ვენუს უილიამსის 2000 წლის მიღწევის გამეორებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118434