ფეხბურთი

11:44 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "თამაშის სცენარი ასეთი ანგარიშით მოგებაზე არ მიანიშნებდა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თამაშის სცენარი ასეთი ანგარიშით მოგებაზე არ მიანიშნებდა, მაგრამ სწორედ ეს საქართველოს ნაკრების სიძლიერეზე მეტყველებს.

„ველოდებოდით, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა და პირველ ტაიმში ასეც იყო, რადგან ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. თუმცა, მეორე ტაიმში ყველაფერი დავალაგეთ, რაც ანგარიშზეც აისახა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო კონკურენტთან მოვიგეთ, თან ასეთი ანგარიშით. თუმცა თამაშის სცენარი ალბათ არ მიანიშნებდა, რომ ასე დიდი ანგარიშით მოვიგებდით, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. ვულოცავ მთელ საქართველოს, მე კი ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი თამაში ჩავატარე“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

0.115108